ანგარიშის და მონაცემების წაშლა

ეს გვერდი ეხება RegionStore.ge-ის ანგარიშს — როგორც ვებგვერდზე, ისე Android და iOS აპლიკაციებში.

როგორ მოითხოვოთ წაშლა: 1) მოგვწერეთ [email protected]ზე. 2) წერილი გამოაგზავნეთ იმავე ელფოსტიდან, რომლითაც ანგარიში დარეგისტრირდა. 3) სათაურში მიუთითეთ „ანგარიშის წაშლა".

მოთხოვნას შევასრულებთ 30 დღეში და დადასტურებას იმავე ელფოსტაზე მიიღებთ.

იშლება: სახელი, გვარი, ელფოსტა, ტელეფონი, მიტანის მისამართი, პაროლი, კომპანიის დასახელება და ს/კ, რჩეულები, შედარების სია, კალათა.

რჩება: დასრულებული შეკვეთების ჩანაწერი — 3 წელი, საგადასახადო და საბუღალტრო კანონმდებლობის მოთხოვნით. ვადის გასვლის შემდეგ ესეც იშლება.

კატეგორიები