ქაღალდით დაწნის ხელოვნებას თითქმის ყველა ქვეყანაში უძველესი ისტორია აქვს. ის დაახლოებით 8500 წელს ითვლის. ქაღალდით შექმნილი სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთი ორიგინალურობითა და მრავალფუნქციურობით გამოირჩევაო, - ამბობს ახალგაზრდა დიზაინერი ლალიკო მაღრაძე, რომელიც უკვე 4 წელია, ამ საქმიანობას მისდევს და საკუთარი ხელით შექმნილი ქაღალდით მოწნული ნივთებით რამდენიმე გამოფენაც აქვს მოწყობილი.