გიორგი აბულაძე ეკომიგრანტია, მთიანი აჭარის ზვავსაშიში ზონიდან აღმოსავლეთ საქართველოში, კერძოდ კი წალკაში 2001 წელს გადმოსახლდა. ოჯახს თავდაპირველად სხვადასხვა ბოსტნეული მოჰყავდა, მათ შორის: კარტოფილი, კომბოსტო, კიტრი, პომიდორი. 2017 წელს გიორგიმ და მისმა ოჯახმა ბროკოლის წარმოებას მიჰყო ხელი. სხვა ბოსტნეულთან შედარებით, ბროკოლის ფასი ადგილობრივ ბაზარზე მაღალია და მასზე მოთხოვნა მთელი წლის განმავლობაში არსებობს