Pebble And Wood art

თარიღი : 26 Mar, 2024 | ავტორი : Admin

Pebble And Wood art ხელნაკეთი ხის ნივთების მცირე საწარმოა, რომელიც რაჭაში მეგობრებმა 4 წლის წინ წამოიწყეს. კომპანია მომხმარებელს ხისგან დამზადებულ დეკორატიულ ნივთებს, სამზარეულოს აქსესუარებს, ჭადრაკსა და სხვადასხვა პროდუქტს სთავაზობს.
პროდუქცია რაჭაში მზადდება, ხოლო მისი კოსმეტიკური ნაწილი, როგორიცაა მაგალითად, ჭადრაკის დაფის დახატვა, დაფერვა და ა.შ. თბილისში ხდება და მომხმარებელს შეკვეთა თბილისიდანვე მიეწოდება.რაც შეეხება ნედლეულს, გარკვეული ნედლეულის შესყიდვა ადგილობრივ ბაზარზე უწევთ.

კატეგორიები