ხათუნა ბოლქვაძეის ისტორია

თარიღი : 27 Mar, 2024 | ავტორი : Admin

ქალბატონი ხათუნა ბოლქვაძე სოფელში რომ გადმოსახლდა, თავიდან ვაგონში ცხოვრობდა. მიწა მისცეს, მაგრამ 4 კილომეტრის მოშორებით და მის დასამუშავებლად დიდ მანძილზე სიარული შრომას მოითხოვდა. თუმცა, სოფლის მეურნეობაში მაინც ჩაება . ფერმერს საქმიანობის მართვის გაუმჯობესებაში ფინანსთა სამინისტროს აკადემიის ტრენინგკურსიც დაეხმარა, რომელსაც ის პროექტის ფარგლებში ესწრებოდა, თუმცა მიღებულ ცოდნაზე არ შეჩერებულა და მოგვიანებით პროფესიულ კოლეჯში, მებოსტნეობის პროგრამაც გაიარა. მოგვიანებით ხათუნა ბოლქვაძემ საგრანტო კონკურსში გამარჯვა მიღებული თანხით კი უკვე არსებული კულტურები განავითარა, ახალი თესლები შეიძინა და შემოსავალი გააორმაგა. შემდეგ  სესხი აიღო დამატებით 3 სათბური შეიძნა.

კატეგორიები