სოფელ უჩხითში ახალგაზრდა დურგლის - რესან ჟოჟაძის საქმიანობა

თარიღი : 26 Mar, 2024 | ავტორი : Admin

აჭარის მაღალმთიანი ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ უჩხითში ახალგაზრდა დურგლის - რესან ჟოჟაძის საქმიანობამ უამრავი ადამიანის ყურადღება მიიპყრო.რესან ჟოჟაძემ ბაბუის ნაქონი ძველი დანადგარი თანამედროვე, ევროპული სტანდარტის დაზგებით ჩაანაცვლა და შექმნა ხის ნაკეთობები.მის ნაწარმს საქართველოსა და ქვეყნის გარეთაც კარგად იცნობენ. რესან ჟოჟაძის ნამუშევრების 80%-ზე მეტი ექსპორტზე გადის, სადაც ძირითადი დამკვეთები ქართველი ემიგრანტები არიან.

კატეგორიები