მწნილების მეფე

თარიღი : 26 Mar, 2024 | ავტორი : Admin

მწნილების მეფე - სულ ახლახან დაფუძნდა და უმოკლეს პერიოდშივე ძალიან პოპულარული გახდა.კომპანიის მფლობელი ჯონდო ცერცვაძე პროდუქტისთვის ნედლეულს საკუთარი მეურნეობიდან აწარმოებს და ასევე ადგილობრივი ფერმერებისგან ყიდულობს. პროდუქცია არის  უმაღლესი ხარისხის. 
,,მაღალ ხარისხს, სწორად შერჩეული პროდუქტი და სპეციალური დამუშავების ტექნიკა განაპირობებს" - მეწარმე ჯონდო ცერცვაძე
„მწნილების მეფე“ ახლა ონლაინ იყიდება, თუმცა მისი რეალიზაცია უკვე დაგეგმილია როგორც თბილისში, ასევე გორში მდებარე სავაჭრო ობიექტებში. ჯონდო საერთაშორისო მასშტაბზე გასვლაზეც ფიქრობს.

 

კატეგორიები