კოშკის ვენახები

თარიღი : 27 Mar, 2024 | ავტორი : Admin

"კოშკის ვენახები" აწარმოებს საფერავის ჯიშის 100% ნატურალურ ქვევრის ღვინოს. ვენახის ადგილმდებარეობიდან, მისი სპეციფიკიდან და სხვადასხვა ფაქტორებიდან გამომდინარე, ღვინო გამოირჩევა საუკეთესო გემოვნური ხარისხით.რქის ვაზს მნიშვნელოვანი უპირატესობა გააჩნია (ნამყენ ვაზთან შედარებით), მას არ ესაჭიროება მრავალჯერ მოწამვლა და მორწყვა, რადგან ამინდის მიმართ ნაკლებად მგრძნობიარეა და ღრმად გამჯდარი ფესვის ხარჯზე გაცილებით მდგრადია სოკოვანი და სხვა დაავადებების მიმართ. ყოველივე ეს საშუალებას იძლევა, რქის ვაზისგან წარმოებული იქნას უმაღლესი ხარისხის ნატურალური, ეკოლოგიურად სუფთა ღვინო. თუ გსურთ დააგემოვნოთ მდიდარი გემოვნური თვისებების მქონე და ასევე უმაღლესი ხარისხის ნატურალური ღვინო "კოშკის ვენახები"თქვენთვისაა.

კატეგორიები