"კახური ტრადიციული ჩურჩხელა"

თარიღი : 27 Mar, 2024 | ავტორი : Admin

მარიამ ქევხიშვილის კომპანია "კახური ტრადიციული ჩურჩხელა" ოფიციალურად რეგისტრირებულ საქმიანობას 2019 წლიდან ეწევა."კახური ტრადიციული ჩურჩხელა" მხოლოდ კომპანიის კუთვნილი ვენახებიდან აღებული მოსავლით დამზადებული ბადაგით წარმოებს, რაც ბრენდს ხარისხისა და გემოვნური თვისებების კონტროლის შესაძლებლობებს უზრდის.USAID YES-Georgia ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა პროგრამის Buzz-კომპონენტის ელჩი, USAID Yes-Georgia-ს დახმარებით, მარიამი ხშირადაა ჩართული სხვადასხვა ტრენინგში, რომლებიც მას და მის ბრენდს განვითარების საშუალებას აძლევს.სამომავლოდ, "კახური ტრადიციული ჩურჩხელა" წარმოების ზრდასა და ხარისხის არსებული სტანდარტის შენარჩუნებას გეგმავს.

კატეგორიები