გიორგი ხოსროშვილის თანამედროვე მიდგომები ნიადაგის დამუშავებისას

თარიღი : 27 Mar, 2024 | ავტორი : Admin

დედოფლისწყაროელ ფერმერს, გიორგი ხოსროშვილს, 19 წელია კახეთში ხორბალი, ქერი და სიმინდი მოჰყავს. იგი ერთ-ერთი პირველია, ვინც გადაწყვიტა, ხორბლის წარმოება ახალი, ნიადაგის ნულოვანი დამუშავების მეთოდით  ეცადა. რაც უფრო დიდია ნაკვეთი, მით უფრო დიდ თანხას ზოგავს ფერმერი მექანიზაციაზე და მით ნაკლები ზიანი ადგება გარემოს მიწის ტრადიციული დამუშავებისას გამოყოფილი გამონაბოლქვით. ნიადაგის ნულოვანი დამუშავების მეთოდი თავსებადია ისეთ გავრცელებულ კულტურებთან როგორებიცაა ხორბალი, ჭვავი და ქერი. გიორგი ხოსროშვილმა ნიადაგის მინიმალური დამუშავებით ხორბლის წარმოშობა გააუმჯობესა.

კატეგორიები